пятница, 15 мая 2015 г.


შუა საუკუნეები საზოგადოების ფეოდალური წყობის კლასიკური სახით ჩამოყალიბებისა და განვითარების პერიოდია, შესაბამისად, ამ ეპოქაში გაჩნდა მრავალი ახალი წოდება, რომელსაც ატარებდა საზოგადოების პრივილეგირებული ფენა. ზოგიერთ სახელმწიფოში ესა თუ ის ტიტული უფრო მაღალი და მეტი ძალაუფლების აღმნიშვნელი იყო, ზოგგან კი მას სხვა წოდება აღემატებოდა. მეფე და იმპერატორი, რომელიც ევროპაში უმაღლეს ტიტულატურად ითვლებოდა ქვეყნების უმრავლესობაში, არ იყო აღიარებული ზოგიერთ სხვა ქვეყანაში, სადაც მას მთავრის, ჰერცოგის ან რომელიმე სხვა ტიტულით ანაცვლებდნენ და სწორედ მონარქთა მსგავსად ფლობდნენ ფაქტობრივად აბსოლუტურ ძალაუფლებას. ეს წოდებები - გრაფი, ლანდგრაფი, ბარონი, მარკიზი, კომესი, ვოევოდა, ვიკონტი, ერლი და .. სხვადასხვა უფლებებით სარგებლობდნენ და ასევე გარკვეული ვალდებულებები აკავშირებდათ თავიანთ სენიორთან და თვითონაც იყვნენ უფრო დაბალი წოდების ადამიანთა სენიორები.
შუა საუკუნეების ევროპაში გავრცელებული არისტოკრატული წოდებების ნაწილი ძველი ლათინური წოდებებიდან იღებდა სათავეს, ნაწილი კი ევროპაში ახლად ფორმირებული სახელმწიფოების წიაღში გაჩნდა. ჩვენ ვეცდებით მოკლედ განვიხილოთ ძირითადი ტიტულები, რომელიც ევროპაში წვრილ თუ მსხვილ ფეოდალებს ენიჭებოდათ, ანუ როგორ მოიხსენიებდნენ მათ და რა უფლებები გააჩნდათ სახელმწიფოს კარზე და საკუთარ მამულში.

ბარონი - ერთ-ერთ ყველაზე დაბალი არისტოკრატული წოდება ფეოდალურ სახელმწიფოში. სიტყვა „ბარონი" ძველი ფრანკულიდანაა და მიღებულია გვიანდელი ლათინური „ბარო"-დან რაც „კაცს", „მსახურს", „ჯარისკაცს", „მოქირავნეს" (ძველგერმანულ საბრძოლო შეძახილს, რომელიც გვიანდელი რომის იმპერიის ბარბარიზებულ ჯარშიც დამკვიდრდა „ბარიტუსი" ეწოდებოდა). VII საუკუნეში ისიდორე სევილიელი თვლიდა, რომ სიტყვა ბერძნული „ბარუსიდან" ანუ „მძიმედან" იყო დამკვიდრებული (რადგან მოქირავნე მეომრები „მძიმე" სამუშაოს ეწეოდნენ), თუმცა სიტყვა სავარაუდოდ მაინც ძველფრანკული წარმოშობის უნდა იყოს. მის მონათესავე ძველ ინგლისურში „ბეორნი"  წარჩინებულ მეომარს ნიშნავს. I საუკუნის სტოიკოსი ფილოსოფოსი ლუციუს ანეუს კორნუტუსი აღნიშნავდა „ბარონს" როგორც გალური წარმოშობის სიტყვას, რომლითაც სამხედრო სამსახურში მყოფ ადამიანს აღნიშნავდნენ, ასევე წერს, რომ „ბარონი" სიტყვასიტყვით სულელს ნიშნავს, გამოდის რა კლასიკური ლათინური სიტყვის bāro-ს მნიშვნელობიდან.
შუა საუკუნეებში ბარონის ტიტული დამკვიდრებული იყო საფრანგეთში, საღვთო რომის იმპერიაში შემავალ სამთავროებში, ბრიტანეთის კუნძულებზე, იტალიაში, სკანდინავიის ქვეყნებში და ესპანეთში. გერმანელები ბარონის ნაცვლად იყენებდნენ Freiherr- წოდებას, რაც თავისუფალ კაცს, ფეოდალს ნიშნავს, საფრანგეთში ფეოდის სახით მიღებული მიწის მფლობელი ბარონად იწოდებოდა თუ ის არისტოკრატული ჩამომავლობისა იყო, ხოლო თუ დაბალი ფენიდან, მაშინ მხოლოდ `საბარონოს მფლობელი". იტალიაში ბარონის წოდება XI საუკუნეში გაჩნდა, როდესაც სამხრეთ იტალია ნორმანებმა დაიპყრეს. იტალიურ არისტოკრატიაში ბარონი ყველაზე დაბალი ფეოდალური რანგი იყო, თუ არ ჩავთვლით სინიორეს (Signore) და ვასალოს (Vassallo).

არსებობდა ბარონეტის ტიტულიც (ინგლისში), რომელიც ბარონზე დაბალი რანგისა გახლდათ, ისევე როგორც ბარონის წოდება შოტლანდიაში, რომელიც სხვა ქვეყნის ბარონებთან შედარებით სოციალური კიბის უფრო დაბალ საფეხურზე იდგა.

среда, 6 мая 2015 г.

Философия Средневековье

Аристотель - Афинская школа

Философия Средневековья и Возрождения

Готика

La Revolution Francaise Les Annees Lumiere part1